„ბევრილი ჯგუფი“ ტელეკომპანია TV პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტული სიუჟეტის მომზადებით ჟურნალისტიკის საფუძვლები დაირღვა, საზოგადოებამდე კი დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია მივიდა.
„2020 წლის 11 ივნისს TV პირველის ეთერით ჩვენი კამპანიის და სახელმწიფო პროგრამის შესახებ გასული სიუჟეტი შეიცავდა არსებითად მცადრ და გადაუმოწმებელ ფაქტებს. უპირველესად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას- მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ტვ პირველის და მისი ჟურნალისტების მხრიდან დაირღვა ეთიკის ქარტისს 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები. საქართველოში პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვვების გამო, ხორბლის მარაგების შევსების და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებე ფასების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყდა, რომ გამოცხადებულიყო საჯარო აუქციონები (ინტერესთა გამოხატვა) პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე: ბრინჯის, მაკარონის ნაწარმის, წიწიბურას, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, რძის ფხვნილის, ლობიოს და ხორბლის სუბსიდირების თაობაზე. აუქციონში, რომლის პირობებიც იყო საჯარო, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ათობით კომპანიამ, მათ შორის ხორბლის გადამამუშავებელმა თბილისის, რუსთავის, მარნეულის, სენაკის, ფოთის დ ზუგდიდის წისქვილკომბინატებმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი კომპანია იყო „ბევრილი ჯგუფი“, რომელსაც დაეკისრა საერთო შემოსატანი რაოდენობიდან 40 000 ტონიდან, 18050 ტონა ხორბლის შემოტანის ვალდებულება.
ხელშეკრულების გაფორმება კი განხორციელდა შემდეგი პრინციპით: უპირველესად, ხელშეკრულება გაფორმდა იმ ბენეფიციართან, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდათ სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ ტონა ხორბალზე გაანგარიშებით. „ბევრილი ჯგუფი“ 2004 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც მსხვილი გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში, ხოლო კომპანიაში მუდმივად დასაქმებულია 600 თანამშრომელი, შესაბამისად გვქონდა იმის გამოცდილებაც, სხვა წარმატებული კომპანიების მსგავსად, ქვეყნისთვის კრიზისულ დროს, მსოფლიოში გართულებული პირობების ფონზე, როდესაც მკვეთრად მოიმატა ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე და უმსხვილესმა მწარმოებელმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან რუმინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი, დააწესეს რა შეზღუდვები ხორბლის ექსპორტზე, შეგვესრულებინა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის საზღვარზე შემოგვეტანა ხორბლის სათანადო მარაგები.
სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ განხორციელდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ისე რომ შენარჩუნდა პროდუქტებზე ფასი ერთ ნიშნულზე. აღნიშნულ ფინანსურ ვალდებულებებს კერძო კომპანიები დღემდე ვასრულებთ და შევასრულებთ მომდევნო თვეებშიც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
„ბევრილი ჯგუფი“