logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა „მზიურის“ სივრცე, როგორც საბავშვო სკვერი
- +

14 ივნისი. 2020. 02:31

 

 

ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი იყო თანამონაწილე საქმის, მომხდარიყო ცნობილი „მზიურის“ ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ „მზიურად“, - ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე, როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება. ვიცი, მისი ოჯახის წევრები აქ არიან და მინდა, მოვისმინო მათი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდა აქ. ჩემთვის ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან ეს არის უნიკალური სკვერი. ამავდროულად ეს არის განუყოფელი ნაწილი ევროკავშირის იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოში და კერძოდ, თბილისში, რათა თბილისი გახდეს უფრო მწვანე ქალაქი. ეს ასევე არის სხვა საქმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გამწვანებას, უკეთესი, უფრო სუფთა ჰაერის შექმნას, ენერგოეფექტურობას, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს, წარმოაჩინოს თავისი სრული სილამაზე და იყოს ჯანსაღი ადგილი თავისი მოქალაქეებისათვის“, – აღნიშნა ელჩმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 13 ივნისის ტრაგედიაზეც ილაპარაკა.

 

მესმის ამ სკვერის გახსნის სიმბოლიზმი 13 ივნისს. მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში, 2015 წელს. ვიცი ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ამ ტერიტორიას. ასევე ვიცი ის უპრეცედენტო სოლიდარობა, რომელიც გამოამჟღავნეს ქართველებმა იმ დღეების განმავლობაში, ახალგაზრდა ქართველებმა, რომელთა ნაწილიც დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება. მათ შორის არიან ის ბავშვები, რომლებზეც ფიქრობდა ნოდარ დუმბაძე, როდესაც ჩამოაყალიბა „მზიურის“ იდეა. ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი და უფრო ბედნიერი ახალი თაობისთვის“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner