logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თამაზაშვილი: ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, „მიბმული“ ტელევიზიის საშუალებით, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ...
- +

14 ივნისი. 2020. 01:57

 

 

ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

 

 

მინდა გამოვეხმაურო დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ გამარჯვებაში , მომხდარ სამწუხარო ფაქტს.

 

პირველ რიგში , მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაზარალებულებს.. ღმერთის წყალობით , მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება.

არ შევალ მორალურ თუ სამართლებრივ შეფასებაში მომხდარი ფაქტის .. მიმაჩნია , რომ როდესაც თანასოფლელები, ერთი კუთხის და ქვეყნის შვილები ერთმანეთს დაზიანებებს აყენებენ - არის ტკივილი და ტრაგედია ყველა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

 

დარწმუნებული ვარ გამოძიების დასრულების შემდგომ , სამართალი დადგება და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩება.

უნიჭო და ამორალური იყო “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, მათზე “მიბმულ-გადაბმული” ტელევიზიების საშუალებით , მორიგი დეზინფორმაცია გაევრცელებინად ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ...

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას ნამდვილად იყო წესად ხელი დაგეფარებინათ და სასჯელი აგერიდებინათ თქვენი გუნდის წევრებისათვის ეს იქნებოდა მსუბუქი დანაშაული თუ გახმაურებული მკვლელობები... რის გამოც 2012 წელს ხალხმა სამართლიანად “მოგისაჯათ” ოპოზიციაში ყოფნა- სიცოცხლის ბოლომდე !“- წერს თამაზაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner