logo_geo
eng_logo
ბოსტონში კოლუმბის ქანდაკებას თავი მოაჭრეს
- +

14 ივნისი. 2020. 02:56

 

 

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებას თავი მოაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა, შემთხვევის ადგილი კი პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

 

აშშ-ში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება კოლუმბის პერსონასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ იგი ჩართული იყო ამერიკის კონტინენტის მაშინდელი მოსახლეობის მონებად გაყიდვაში. ისინი ქვეყნის მასშტაბით კოლუმბის ძეგლების დემონტაჟს ითხოვენ.

 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ში კოლუმბის ძეგლი მომიტინგეებმა გაანადგურეს. მსგავსი შემთხვევა 10 ივნისს რიჩმონდშიც მოხდა. ,

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner