logo_geo
eng_logo
ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე ცნობილია
- +

20 ივნისი. 2016. 15:11


დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა წყვილები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლაში თბილისის „დინამო" ჩაებმება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული პირველობის 2015/2016 წლების გათამაშების ჩემპიონს წილისყრისას გაუმართლა - ქართული ფეხბურთის ფლაგმანს პირველი ეტაპის მეოთხე მატჩის გამარჯვებული შეხვდება.

თბილისის „დინამოს" მეტოქე ანდორისა და სომხეთის ჩემპიონთა დაპირისპირებაში გამოვლინდება. ლურჯ-თეთრები ანდორის „სანტა კოლომასა" და სომხეთის „ალაშკერტის" გამარჯვებულს შეერკინებიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ევროსარბიელზე რაიმეს მიღწევა სურს, აღნიშნულ წყვილში გამარჯვებულს უპრობლემოდ უნდა გაცდეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 28/29 ივნისს, ხოლო საპასუხოები 5/6 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპის მატჩებს კი გუნდები 12/13 და 19/20 ივლისს წარმოგვიდგენენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner