რესპუბლიკური პარტია 50-მდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიდუბის ოფისის წევრების ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლიდერების მიერ „ქართულ ოცნებასთან" ორპარტიული გადაწყვეტილების გაფორმება გახდა.
მათი განცხადებით, პარტიიდან წასულები ამ ეტაპზე, არცერთ პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობას არ გეგმავენ.
ყოფილმა „რესპუბლიკელებმა" განცხადება პარტიის ოფისში უკვე გადააგზავნეს.