საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს", - ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
კარილიაში შტორმის შედეგად დაღუპული მოზარდების სამაშველო სამუშაოები შეწყდა. მაშველებმა 13 მოზარდის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულთა ასაკი 12-13 წელია. ისინი ძირითადად მოსკოვის მცხოვრებლები იყვნენ და კარელიაში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად იყვნენ ჩასულები.