ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 338 შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 989 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 34 345 ვირუსს ემსხვერპლა, 176 370 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსის პირველი შემთხვევა იტალიაში 21 თებერვალს აღრიცხეს.