ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირმა უნდა შეასრულოს პირობა, რათა ნდობა შეიანარჩუნოს.
„ვაღიარებ, რომ ზოგიერთ ქვეყანას ამ საკითხის გადაწყვეტა საგანგებო მექანიზმის ამოქმედებამდე სურს. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის სანდოობას საფრთხე არ შეექმნება, რადგან საქართველოს წარუდგინეს მკაფიო კრიტერიუმები ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად, ეს კრიტერიუმები შესრულებულია. ჩვენ პირობა უნდა დავიცვათ, რომ შევინარჩუნოთ ნდობა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.