ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში შესვლა წლის ბოლომდე უფასო გახდა.
ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის წახალისებისა და სტიმულირებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარკში კიდევ ერთი სიახლეა. პარკში თვითდასაქმებულებს, იჯარის გადასახადზე შეღავათი შეეხებათ.
ცენტრალურ პარკში ზაფხულის სეზონი დღეს, 15 ივნისს გაიხსნა.
ბორჯომის ცენტრალური პარკი დასვენებისა და განტვირთვისათვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ბუნებრივი მინერალური წყლისა და უნიკალური ლანდშაფტის გამო პარკს ოთხივე სეზონზე უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.