„რუსთავი 2"-მა ლამის თვითმკვლელობამდე მიმიყვანა" - ამის შესახებ ნინო ჯღარკავამ „tv პირველის" ეთერში განაცხადა. ჟურნალისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2" სიცრუის ტირაჟირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მაგალითად საკუთარი შემთხვევა დაასახელა, როცა გადაცემა „აქცენტებში" მის შესახებ ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა.
„ძნელია, მომეთმინა ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასული ინფორმაცია ჩემს შესახებ, სადაც პირდაპირ, ყალბი facebook-ის ექაუნთით საშინელება დამაბრალეს, ლამის თვითმკვლელობამდე მიმიყვანა „რუსთავი 2"-მა. ამ ცილისწამების ატანა ძნელია.
ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რომ არ მიიღო კანონი ცილისწამების დასჯასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა ეს ამოიღო კანონიდან, რადგან იგი ამის გარეშე ვერ იცხოვრებდა. ეს კანონი რომ არსებობდეს, ბევრი დღეს ამ სტუდიაში არ იჯდებოდა; ვერც ჟურნალისტიკაში იქნებოდა და ვერც პოლიტიკაში, რადგან დღეს იქნებოდნენ ციხეში", - განაცხადა ჯღარკავამ.