logo_geo
eng_logo
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვიცე-მერთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან სხდომა გამართა
- +

15 ივნისი. 2020. 13:33

 

 

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვიცე-მერთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან სხდომა გამართა.

 

„დღეიდან ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნა. ჩვენს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ესტუმრონ ბათუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შიდა ტურიზმი გახსნა. მოგეხსენებათ, რომ ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ-ათეულშია. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება. 8 ივნისიდან სასტუმროებმა ახალი რეგულაციების მიხედვით დაიწყო მუშაობა. სასტუმროები აღჭურვილი და გადაწყობილია უსაფრთხოების წესების შესაბამისად. მერიის მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად, რეგულარულად აწარმოებს ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, ღია და დახურული ტიპის აუზების, კაფე-ბარების, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგს. ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 240-ზე მეტი ობიექტი.

 

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშუტო ტაქსების მონიტორინგი. აქვე მინდა მივმართო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე შეტყობინება უკვე შემოვიდა სარესტორნო ქსელებთან დაკავშირებით, სადაც 12 საათის შემდეგ დაფიქსირდა ხმაური. ამ საკითხის თაობაზე კონტროლი მკაცრად უნდა განხორციელდეს.

 

მინდა, მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დავიცვათ დაწესებული რეგულაციები, რათა შევძლოთ, ეფექტურად ვმართოთ პროცესები და შევინარჩუნოთ მწვანე ქალაქის სტატუსი“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner