logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ბარიერს ვერ ლახავს და ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება
- +

20 ივნისი. 2016. 15:54



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს, ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.


 

ის, რომ საპროტესტო აქციაზე ნაცმოძრაობასთან" ერთად არ დავდგები, ფაქტია. ნაცმოძრაობა" კი, დაინტერესებულია, მოხდეს არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ ამერიკაში, ევროპაში, სააკაშვილის ლობისტები კონგრესმენებთან და სენატორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ უკვე შეადგინონ ტექსტი, რომ არალეგიტიმური იყო ეს არჩევნები. ანუ ნაციონალური მოძრაობა" ბარიერს ვერ ლახავს და ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ქაოსი. მე ნაცმოძრაობასთან" ერთად არ აღმოვჩნდები ერთ სივრცეში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner