logo_geo
eng_logo
ვერა წიგნაძეს ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალავენ
- +

20 ივნისი. 2016. 16:02


ცნობილ ქართველ ბალერინას ვერა წიგნაძეს ხვალ, 21 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალავენ.



ვერა წიგნაძე 17 ივნისს გარდაიცვალა.



ლეგენდარული ბალერინა ვერა წიგნაძე, ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელია, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი. ვერა წიგნაძის ღვაწლი ქართული ბალეტის განვითარებაში ფასდაუდებელია. მან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა. ვერა წიგნაძის მიერ სცენაზე გაცოცხლებული გმირები გამოირჩეოდნენ პოეტურობით, რომანტიკული გამომსახველობით, მოძრაობის სიმსუბუქითა და სცენიური მომხიბვლელობით. ვერა წიგნაძის თითქმის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან. მან ამ თეატრის სცენაზე სამი ათეული წელი იცეკვა, შემდეგ კი პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა.



კულტურის სამინისტროს ცნობით, 2007 წელს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, „გედის თანავარსკვლავედში" ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში შეიტანეს და მათი სახელები მარადიულად კაშკაშებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner