logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს
- +

16 თებერვალი. 2016. 14:51



პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი სკოლებში შესატან ახალ საგანთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს:


„მივმართავ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, უშუალოდ განიხილოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და პეტიციის ავტორთა შორის შექმნილი ვითარება.

 

საჭიროა, საზოგადოებამ სამინისტროს ხელმძღვანელობის და პარლამენტის მონაწილეობით ფართოდ განიხილოს ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება.

 

საჭიროდ ვთვლი, პეტიციის გარშემო შექმნილი ვითარება განხილულ იქნას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრმა ქ-მა თ. სანიკიძემ გასცეს ამომწურავი პასუხები", - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner