მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ქართველთმოძულეებმა ვერ გაიგეს, რომ ჩვენი დიდი ერი ყველაფერს აიტანს, მაგრამ ეროვნულ შეურაცხყოფას, რწმენის შებღალვას და ტრადიციების გაქრობას არ დაუშვებს! ცრემლებამდე ბედნიერი ვარ, როდესაც იმ უამრავ მხარდასაჭერ წერილს ვკითხულობ, რომელიც მომდის. ჩვენი ერის საამაყო შვილები მზად არიან, ყველაფერი გაიღონ, უკანასკნელი გაწირონ, ოღონდ ქართველთა იდენტობა და სულიერი მრწამსი იყოს დაცული.
რაც ყველაზე მთავარია, ეს არის შეჭირვებული ხალხი, რომლებსაც შესაძლოა პურის ფულიც კი არ ჰქონდეს, ხოლო გაზულუქებული კასტა ეროვნული იდეალების წინააღმდეგია, თითქმის ყველა ე.წ. ბიზნესმენი (მათი 90% ) ქართველთმოძულეთა მხარდაჭერით და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეთა დაფინანსებითაა დაკავებული. ისინი ჩვენ, როგორც ღარიბ მასას, ისე გვიცქერიან და მათთვის მხოლოდ გამოსაყენებელი მასალა ვართ, რომელსაც ყველა ღირსება უნდა დაუკარგონ, რათა კარგად მართონ. უზნეობის ჭაობი, რომელშიც გაზულუქებულები ჩაფლულან, მათი კომფორტული გარემოა და ამ ზღვარგადასულ გარყვნილებაში სურთ ჩაითრიონ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა. კარგად ვიცი, კარგად მესმის და მშვენივრად ვსაზღვრავ, რომ მე მათი სამიზნე ვარ, ისიც ვიცი, რომელ საინფორმაციო საშუალებას თუ ზნედაცემულ ჟურნალისტს რამდენი გადაუხადეს, ისიც ვიცი, თუ რომელი პოლიტიკოსები მოისყიდეს და გადაიბირეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არცერთი დიდი საქმე მსხვერპლის გარეშე არ გაკეთებულა და განხორციელებულა. ამიტომ თამამად მინდა განვაცხადო, რომ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, ეს პირველი მცირე გამარჯვებაა. უფრო დიდი გამარჯვებები წინაა!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.
იხილეთ:
სანდრო ბრეგაძე: გილოცავთ! ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ შედეგი გამოიღო!
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1212