საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან ერთად RSM-ის გადასროლისწინა მომზადების საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.
„დღეს აშშ-ს ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან ერთად RSM-ის გადასროლისწინა მომზადების საჩვენებელ სწავლებას დავესწარი, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში გერმანიის ნაცვლად, რაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების სიმყარეს და ჩვენი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს.“- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.