logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განიხილავს
- +

20 ივნისი. 2016. 16:19



პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს.



მე მინდა, გავიმეორე პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე. ამ გადაწყვეტილების კონტექსტში პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება. როგორც ჩვენ ვაცხადებთ, ამას უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული პირებისა. მინდა გითხრათ, რომ დღეს მინისტრებიც საუბრობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე. ორი აზრი არ არსებობს ამისთვის და პრეზიდენტი თავიდანვე აფიქსირებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია და ეს ვალდებულება მომდინარეობს კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ როცა დანაშაულის შემცველი ინფორმაცია რცელდება, პროკურატურამ უნდა ახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმაზე, მოხდა თუ არა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, არამედ იმაზეც, რატომ არ შეასრულა პროკურატურამ თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება და რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ დღეს სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებისთის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner