logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები
- +

15 ივნისი. 2020. 22:03

 

 

გვესმის, რომ პანდემიის პირობებში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არჩევნების ჩატარება. მიგვაჩნია, რომ ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა ამ 4 თვის განმავლობაში, ჩვენ უნდა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ფორმებად, მოდელებად მოქმედებისა, რომლებიც ახსნილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებით და, ასევე, უნდა დავგეგმოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება პანდემიასთან ერთად გავააქტიუროთ, რამეთუ არის საარჩევნო წელიწადი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

 

 

 

მისივე თქმით, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება.

 

 

 

მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმატებით და როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება ისე უნდა დასრულდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ამის შემდგომ ქვეყანა დგება უკვე ახალი გამოწვევის წინაშე - საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ეს ყველაფერი რომ წარმოგვიდგენია, რომ არის გარკვეული ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების პარალელურად, რა თქმა უნდა, არის ის გამოცდილება, რომლის სისტემატიზაციაც, სტრუქტურირებაც უნდა მოვახერხოთ, უნდა შევისწავლოთ საკმაოდ ღრმად და დავტოვოთ ეს ინსტიტუციური მეხსიერება. ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები, თქვენთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner