საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ ხიბულაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ეხმიანება:
„ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლისა და მისი ხსოვნის.
ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ”, – წერს გიორგი გამსახურდია.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სოფელ ხიბულაში სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია ჩაუტარდა.