logo_geo
eng_logo
ალბანეთის სიურპრიზი ბოლო ტურში
- +

20 ივნისი. 2016. 16:33


ევრო 2016-ის A ჯგუფის მატჩები დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ 1/8 ფინალში. ჯგუფი პირველი ადგილით საფრანგეთმა დატოვა, მეორე ადგილზე კი შვეიცარია გავიდა. ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ნულოვან ფრეზე გაიყარნენ. პარალელურ შეხვედრაში, ალბანეთი, რომელსაც აქტივში 0 ქულა ჰქონდა, რუმინეთს შეერკინა.


მატჩის დაწყებამდე საფეხბურთო ექსპერტთა და გულშემატკივართა უმრავლესობა რუმინელთა გამარჯვებას პროგნოზირებდა, თუმცა 43-ე წუთზე არმანდო სადიკუმ ტატარუსანუს კარი აიღო, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:0 დააფიქსირა და ალბანეთს ნანატრი 3 ქულა მოაპოვებინა.


შედეგად, ალბანელები ჯგუფში მე-3 ადგილზე, 3 ქულით გავიდნენ, მეოთხე პოზიციას კი 1 ქულით რუმინელები დასჯერდნენ.


ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, პირველ და მეორე ადგილოსნებთან ერთად, 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა 1/8-ფინალურ ეტაპზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალბანელები რჩეულთა შორის მოხვდნენ, თუმცა არ ღირს მოვლენებზე გასწრება. ფაქტია, რომ A ჯგუფის აუტსაიდერები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner