logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სუსმა უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავა, მაგრამ ნიკა გვარამიას ერთი სიტყვა არ უთქვამს სამადლობელი
- +

15 ივნისი. 2020. 23:21

 

 

სუსმა უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავა და აღკვეთა სერიოზული დანაშაული, მაგრამ ნიკა გვარამიას ერთი სიტყვა არ უთქვამს სამადლობელი“, - ამის შესახემ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება.

 

სუსმა აღკვეთა ძალიან სერიოზული დანაშაული, მათ უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავეს, მაგრამ ნიკა გვარამიას ერთი სიტყვა არ უთქვამს სამადლობელი ამ უწყების მიმართ. მის „გონორს" საზღვარი არ ჰქონდა ბრიფინგზე.

 

ეს მაგათი სტილია, მაგისი და „ნაციონალური მოძრაობის". დაიმახსოვრეთ, ამ საღამოს, მაქსიმუმ ხვალ დილით, ესენი გაბუნიას მკვლელობის შემკვეთებათ ხელისუფლებას დაასახელებენ, რომელმაც თვითონ აღკვეთა ეს მკვლელობა.

 

არ გამიკვირდება, რომ ამ სისულელემდე მივიდნენ...“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner