„თუ აღნიშნული პიროვნება მართლაც გეგმავდა გაბუნიას ლიკვიდაციას და სუს-მა დააკავა რაღა დაგვრჩენია? - ჩვენს უსაფრთხოებას ვუთხრათ მადლობა“, -ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება.
„ახლა კი სრული სურათი!!!
თუ აღნიშნული პიროვნება მართლაც გეგმავდა გაბუნიას ლიკვიდაციას და ეს აღნიშნული საშინელი (სავარაუდო) დამნაშავე ჩვენმა სუს-მა დააკავა და ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც ნამდვილ სახელმწიფოს შეეფერება და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება მოიქცეოდა, მაშინ რაღა დაგვრჩენია? მხოლოდ ერთი რამ - ჩვენს უსაფრთხოებას ვუთხრათ მადლობა.
პს: გვარამია ბოდიში, რომ შენი ხელისუფლების დროს როგორც ხდებოდა, პოლიტიკური არ არის ჩვენი პოლიცია და უსაფრთხოება და მათთვის დანმაშავე არის - დამნაშავე!!!“, - წერს ლატარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.