logo_geo
eng_logo
პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალურ განცხადებას მიიღებს
- +

20 ივნისი. 2016. 16:35



პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს. პარლამენტის განცხადების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა. პროექტის ავტორი დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა.


პროექტს ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისა.



განცხადების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, „საარჩევნო კოდექსის" და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.



აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. პარლამენტი მედიასაშუალებებებს მოუწოდებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განსაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner