logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ვიწყებთ შიდა ტურიზმით და სლოგანიც გვაქვს, რომ მოქალაქეებმა უფრო მეტი საქართველო შეისწავლონ
- +

16 ივნისი. 2020. 02:57

 

 

დღეს ოფიციალურად შიდა ტურიზმი გავხსენით. შემუშავდა სტანდარტები და მათი მიხედვით შემოწმდა სასტუმროები, კურორტები. ვიწყებთ შიდა ტურიზმით და სლოგანიც გვაქვს, რომ მოქალაქეებმა უფრო მეტი საქართველო შეისწავლონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Atlantic Council-ის ვებინარზე განაცხდა.

 

მთავრობა შიდა ტურიზმის სტიმულირებას ახორციელებს. საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა. გასულ წელს დაახლოებით 10 მილიონი საერთაშორისო ტურისტი გვყავდა. რეალობიდან გამომდინარე წელს იგივე ვერ განხორციელდება, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 1-ლი ივლისიდან ტურისტულ გზებს გავხსნით ე.წ. მწვანე ქვეყნებისთვის და ეს ორმხრივ შეთანხმებებს დაეფუძნება.

 

ახლა ვუყურებთ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პოლიტიკა მესამე ქვეყნებთან მიმართებით და პარალელურად ორმხრივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ისრაელთან, ბალკანეთის ქვეყნებთან. ამ ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე რიგ პირობებს შემოვიტანთ, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლამდე უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner