შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის აღნიშნულ ეტაპზე სამი ქართული კლუბი - გორის „დილა", საჩხერის „ჩიხურა" და „სამტრედია" იასპარეზებენ.
„სამტრედია" პირველ შეხვედრას სტუმრად, აზერბაიჯანულ „გაბალასთან" გამართავს, გორის „დილა" საკუთარ მოედანზე სომხეთის „შირაქს" მიიღებს, საჩხერის „ჩიხურა" კი სტუმრად მოლდოვის „ზიმბრუს" ეწვევა.
ევროპა ლიგის 2016/2017 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.