40 წლის განმავლობაში პირველად, ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეიცვალა.
ოსკარებით დაჯილდოების 93-ე ცერემონია, 2020 წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამასთანავე, გადავადდა ოსკარზე ფილმების წარდგენის პერიოდიც. თარიღი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.