ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განცხადა, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება და საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.