logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებისთვის საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა
- +

20 ივნისი. 2016. 16:46



ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მსჯელობენ. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია და შესაბამისად, მოლოდინიც პოზიტიურია.


„ყველა კრიტერიუმი, რაც კი ჩვენთვის უკავშირდებოდა ვიზა-ლიბერალიზაციის მონიჭებას,  დაკმაყოფილებულია და ამას აბსოლუტურად ყველა აღიარებს.

 

თუმცა ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა  აზრი, რომ შემუშავდეს ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი. ჩვენც მათ შორის მოვექეცით. თუმცა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მათ შორის ერთ-ერთი ქვეყანა - გერმანია ჩვენი აქტიური მხარდამჭერია, რაც ბოლო ვიზიტებმაც დაადასტურა.

 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner