logo_geo
eng_logo
კასპში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
- +

16 ივნისი. 2020. 13:46

 

 

 

კასპში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ  31 ოჯახს  სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. წყალმომარაგების კომპანიის კასპის სერვისცენტრმა სასმელი წყლის სისტემა  ხელახლა გაიყვანა. ასევე აღდგენილია სოფელ მრგვალი ჭალის მაგისტრალი, რამაც 25 წლის შემდეგ შესაძლებელი გახადა 450 აბონენტისთვის სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდება.

 

ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები  მადლობას უხდიან საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის მხარის უფროსს ბაჩო  ცაცუას, კასპის სერვისცენტრის მენეჯერს ჯუმბერ თავშავაძეს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის ფინანსებს ხარჯავს სასმელი წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, პრობლემა მაინც არსებობს. 

 

2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 100 890 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალია რეაბილიტირებული და მოწყობილი,  სამუშაოებზე კი 15 მილიონ ლარზე მეტია  დახარჯული. მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად აგრძელებს  სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების სამუშაოებს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner