logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: გვჯერა, რომ გაერთიანებული საქართველოს დროც დადგება
- +

20 ივნისი. 2016. 16:54


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველას აქვს შეგნებული, რომ საქართველოში განვითარებულ კონფლიქტებში შეცდომები ორივე მხარეს მოუვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებაში ქართულ მხარეს მიუძღვოდა ბრალი.



კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში შეცდომებს საქართველოს მხრიდანაც? მაგალითად, 1990-იან წლების დასაწყისში საქართველოს ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აწარმოებდა ეროვნული უმცირესობების მიმართ ფორსირებულ ნაციონალისტურ პოლიტიკას - ჯანელიძე პასუხობს, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია საქართველოში კონფლიქტის დაწყება.



ყველას აქვს შეგნებული, რომ შეცდომები ორივე მხარეს მოუვიდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებაში ქართულ მხარეს მიუძღოდა ბრალი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნეს ეთნიკური ქართული მოსახლეობა, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას. ჩვენთვის კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გზა არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. საქმე ეხება შერიგებას. დე-ფაქტო ავტორიტეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შერიგებისთვის არცთუ დიდ საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ჩვენ ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ხალხს, ვთავაზობთ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა ჯანელიძემ.



მისივე თქმით, ის, რომ რუსეთს 21-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკავებული, არის დიდი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.



საქართველოს ამოცანაა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა იქნეს განმტკიცებული. სამწუხაროდ, სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა. რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომელმაც ამ ქართული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრირება უნდა უზრუნველყოს", - აღნიშნა ჯანელიძემ.



მისივე თქმით, გაერთიანებული საქართველოს დრო დადგება.



საქართველო სრულად გახსნილია. ქართველებს თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება არ აქვთ, ჩვენს მხარეზე გახსნილი გვაქვს. ხალხს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოს დანარჩენ რეგიონებში შემოსვლა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ავაშენეთ სავაჭრო ცენტრი, ასევე ვაშენებთ ახალ ჰოსპიტალს, რათა ადამიანებისაზღვრის" ორივე მხარეს მიხვდნენ, რომ საჭიროა მეტი კონტაქტი, ნდობის აღდგენა. ჩვენ გვჯერა, რომ გაერთიანებული საქართველოს დროც დადგება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner