logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელს
- +

16 ივნისი. 2020. 18:42

 

 

 

“ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველას მოსალოცად გვაქვს საქმე, ვინაიდან მომზადების სტადიაზე აღიკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

 „ეს არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, არამედ შეიძლებოდა, ყოფილიყო ტრიგერი ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესებისა. ამ ტელევიზიის კედლებისთვის „ქრონიკის“ მოდელირება არ უნდა იყოს უცხო და დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რა და როგორ შეიძლებოდა გაფორმებულიყო, ეს დანაშაულებრივი ქმედება რომ სისრულეში მოეყვანათ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელს. მე გარკვეული სენტიმენტებიც მაკავშირებს ამ სახელმწიფო უწყებასთან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით. ვიცი, რა არის ტერორიზმთან და ზოგადად, მუშაობის სირთულე. არა მხოლოდ ის, რომ აცილებულია დანაშაული, ალბათ, შეამჩნევდით, - საუბარია არა მხოლოდ ეთიკაზე, არამედ იმაზე - ესთეტიკაც როგორი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოდელირებული ქრონიკის მეორე სერია რომ განვიხილოთ, ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

 

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ „მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner