logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებს აზიანებდა
- +

16 ივნისი. 2020. 18:54

 

 

 

“ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რასაკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და, ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართველ საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც გამოძიებას ჯერ წინ აქვს, რომ დაადგინოს ყველა დეტალი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინ იყო დამკვეთი, ვის ინტერესს ემსახურებოდა შემსრულებელი, იყვნენ თუ არა ჩართულნი საერთაშორისო ტერორისტული ან სხვა ორგანიზაციები ამ საზარელი დანაშაულის დაგეგმვაში, ჯერჯერობით, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი არაა.

 

„ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რასაკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და, ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართველ საზოგადოებას. მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამჟღავნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის, თუ სპეციალურად არ გაამჟღავნეს, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის და ორგანიზატორებმა კვალი წაშალონ“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

 

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ „მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner