logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სახელმწიფომ მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული
- +

16 ივნისი. 2020. 19:01

 

 

 

„არაფერი, გარდა პოზიტივისა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა“, - ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები საუკუნეებია, ეწევიან, არ თაკილობენ და ამას არც უარყოფენ, რომ სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსად ისინი ახდენენ საკუთარი სტრატეგიული მოწინააღმდეგეებისა და მოღალატეების ლიკვიდაციას.

 

ლაშა ნაცვლიშვილი ასეთი მიდგომის ნათელ მაგალითებად ლიტვინენკოს, სკრიპალების, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეებს ასახელებს.

 

„ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ და ვერც ვისაუბრებთ სავარაუდო შემკვეთებზე, მაგრამ არავის გაუუქმებია ლათინური მარადიული კითხვა: ვის აწყობდა ეს დანაშაული. არაფერი, გარდა პოზიტივისა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. და ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარებისა, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი, მოდელირებული „ქრონიკის“ სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

 

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ „მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner