საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე თვლის, რომ „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირება არა პარტიული, არამედ პიროვნულია. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.
„ეს დაპირისპირება უფრო მეტად პიროვნულია, ვიდრე პარტიული. კოალიციაში აღნიშნული პარტიების ყოფნა-არყოფნის შესახებ კითხვის ნიშანს ეს დაპირისპირება არ წარმოქმნის. არჩევნები კარს არის მომდგარი და არ მგონია, რომ კოალიციაში რაღაც რყევები საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. არ ვფიქრობ, რომ კოალიციიდან გასვლის სურვილი რომელიმე პარტიამ საკუთარი ნებით გამოთქვას. დღეს კოალიციის დაშლის პოლიტიკური ნება არ არსებობს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.