ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირის მიერ პოლიტიკური ნების გამოხატვა დარჩა.
„პროცესი მალე დასრულდება და ოფიციალურად გაფორმდება.
ეს საქმე უშუალოდ ევროკავშირის გადასაწყვეტია. მიუხედავად ამისა, მსურს, აღვნიშნო, რომ საქართველომ ყველა დაწესებული მოთხოვნა შეასრულა. ახლა მხოლოდ ევროკავშირის მიერ პოლიტიკური ნების გამოხატვა დარჩა",- განაცხადა კრისტიან ურსემ.