logo_geo
eng_logo
ფოთის თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
- +

16 ივნისი. 2020. 20:23

 

 

 

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

 

გარემონტდა დარბაზი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახები,  სარდაფი, სახურავი, დამონტაჟდა  ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.

 

შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად გაეცნო.

 

მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 795 998 ლარია. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელია საზღვაო აკადემიის, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის, საცურაო აუზის და საფეხბურთო ბაზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner