logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია სუს-ის სპეცოპერაციაზე: დღეს ჩვენმა თითოეულმა სიტყვამ, ქმედებამ და შეფასებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიებას
- +

16 ივნისი. 2020. 23:31

 

 

დღეს ჩვენმა თითოეულმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმისა, თუ რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას იმის შესაძლებლობა, სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს ეს საქმე. სწორედ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას, სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას.

 

სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. ფაქტი ისაა, რომ ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით, ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიეწოდოს ჩვენს მოქალქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთასა და მსგავს შემთხვევას კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. ყველა შეეცდება ამ საკითხის თავისი ვიწრო. პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

 

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner