logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შეგვიძლია ჩვენი წარმატება მომავალ გლობალურ კონკურენტულ გარემოში ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ
- +

17 ივნისი. 2020. 00:36

 

 

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების კონტროლი ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის გუნდური მუშაობით მოახერხა.“- ამის შესახებ გიორგი გახარია „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსთან ბრძოლამ სახელწმიფოს კოორდინირებული მუშაობა ასწავლა.

 

ჩვენ უბრალოდ შევძელით, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად. და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, როგორ გავაკეთეთ ეს ჩვენ. ეს იყო ერთობლივი შრომა. როდესაც მე ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები და ასე იქმნება იქმნება წარმატებული გამოცდილება კოორდინირებული თანამშრომლობის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, სწორედ ამას ვგულისხმობ, იმიტომ რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია ვინმემ ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს, აქ ხომ კომპლექსური გამოწვევაა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მარტო გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, ისევე როგორც ვერ დააღწევს მარტო თავს ვირუსით გამოწვეულ გლობალურ კრიზისს და ამისთვის პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება.

 

თვალსაჩინოა და დღეს ჩემთვის გასაგებია სრულად, რომ პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და საერთოდ გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი. და ჩვენ დღეს, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს მოკლე 4 თვე საკმაოდ ეფექტიანად გავიარეთ, შეგვიძლია ეს კრიზის გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და ჩვენი წარმატება მომავალ გლობალურ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად“, - აღნიშნა გახარიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner