logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დავიწყებ იმ ფარული ჩანაწერით, სადაც სააკაშვილი გვარამიას მაშინდელი “რ2-ის “დაცვის” დროს, რომელიმე ჟურნალისტი ქალის მკვლელობას განიხილავდა
- +

17 ივნისი. 2020. 01:30

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ახლა კი სერიოზულად: დავიწყებ იმ ფარული ჩანაწერით, სადაც სააკაშვილი გვარამიას მაშინდელი “რ2-ის “დაცვის” დროს რომელიმე ჟურნალისტი ქალის მკვლელობას განიხილავდა (სასურველი იყო რომ მსხვერპლი ფეხმძიმე ყოფილიყო).

 

  1. პუტინის მისამართით გაბუნიას ამაზრზენი გამოხტომის შემდეგ დავსვი შეკითხვა, თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი იმ პოტენციურ ტერაქტზე, რომელიც შეიძლება უფროსი ლეიტენანტობის მიღების მსურველ რუს სამხედროს, ან მიშისტი ქალების მსგავს პუტინისტს მოეწყო.

 

  1. ამ მოცემულობაში განმარტება “ტერაქტს” შესაბამისი სამსახურის განცხადების გარეშე არ გამოვიყენებ, რადგანაც ასეთ დროს აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს დამკვეთი, რომლის ვინაობაც ჯერ არ გახმიანებულა.

 

  1. ის პირები, რომლებიც რაღაც კრიმინალს გეგმავდნენ დაკავებულნი არიან. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ფორმით გაგრძელება აღკვეთილია.

 

და ბოლოს – იმედი მაქვს იმ ბანდის მხარდამჭერები ბოლომდე გაიაზრებენ იმ რისკებს, რაც თავიანთი კუმირებისგან ელოდებათ. ელოდებათ, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ მათი გულისთვის “ლიბერალური სამყარო” ნამდვილად არ დადგება ფეხზე და ნაცებს ფეხზე კოცნას არავინ დაუწყებს”- წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner