logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკის თემაზე დღეს გამართულ კონფერენციას კრიტიკა აკლდა
- +

20 ივნისი. 2016. 18:33


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვლი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის თემაზე დღეს გამართულ კონფერენციას კრიტიკა აკლდა.


როგორც ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.


ბიზნესი იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მოვიდა. ბევრი ექსპერტიც იყო, მაგრამ აკლდა კრიტიკა. კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლასაც. მომავალში ვისურვებდი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე, რომელიც პირველსავე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, შუა ფორუმიდან გაიპარა, დღეს არ მობრძანდა. მგონი, დაპატიჟებული იყო სერგო კაპანაძეც, რომელიც ასევე ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს. კარგი იქნებოდა, რომ პროფესიონალებთან წარმოაჩინონ თავისი კრიტიკული მოსაზრება და არა ის, რომ დამახინჯებულად მიაწოდონ მედიას ინფორმაცია და გამოვიდნენ ლევიზიებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით კონფერენციაზე შთამბეჭდავი მონაცემები წარადგინა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მგონია, რომ  შევთანხმდით ბევრ საკითხზე. კიდევ ერთხელ, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხელისუფლების მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია. რეგიონში კრისიზული სიტუაცია იყო, ჩვენი სავაჭრო პარტნორი ქვეყნები იყვნენ ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში და ამან გავლენა იქონია ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი ეკონომიკა იყო ყველაზე წარმატებული, ზრდის ტემპები იყო ყველაზე მაღალი ამ ბოლო სამწელიწადნახევარში და ამას უნდა სწორი შეფასება. მომავალში იმედი ვიქონიოთ და მართლაც არის ამის ობიექტური საფუძველი, რომ რეგიონშიც ეკონომიკური სიტუაცია გახდება უკეთესი, ევროპაშიც შეიცვლება და საქართველოშიც დაიწყება სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა, მოხდება გარდატეხა იმ პრობლემების, რომელიც დღეს არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, კონფერენციაზე „საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელმა გილაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მისი ბანკის აქციების ფასი გაორმაგდა, ასევე გაიზარდა „თიბისი ბანკის" აქციების ფასი. 


სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" გაიმართა.


კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", "საზოგადოება 2030" და პარტნიორი ორგანიზაციები.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ  საქართველოს მთავრობის წევრები,  ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner