logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს
- +

20 ივნისი. 2016. 18:36


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს და ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.


ხადურის განცხადებით, შეხვედრაზე კითხვები და წინადადებები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც.


„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა ეკონომიკურ პროცესებს, იმ საკითხებს, მათ შორის, პრობლემატურს, რომელიც ბიზნესს აქვს. ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ხელისუფლებამ გარკვეული ანგარიში წარადგინა. კეროდ, ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა საკმაოდ საინტერესო, ძალიან ღრმა ანალიზი წარადგინა იმ პროცესების, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ასევე პრობლემებისკენ მიმართული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს და რაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს", - განაცხადა ხადურმა.


მისივე თქმით, დღეს იყო შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ბიზნესმენებსა და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს შორის.

 

„კითხვები, რაც იყო, იყო ხელისუფლების მიმართ. წინადადებები, რაც იყო, იყო ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, კითხვები და წინადადებები ჰქონდა ბატონ ბიძინასაც, ასევე ექსერტებს და ბიზნესმენებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner