logo_geo
eng_logo
იმოგზაურე სამეგრელოში - ალექსანდრე მოწერელია რეგიონის პოპულარიზაციის კამპანიას ფოთში განაგრძობს
- +

17 ივნისი. 2020. 23:53

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიას განაგრძობს. ჩხოროწყუს შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული ფოთში მდებარე ტურისტულ ლოკაციებს სტუმრობდა. ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს ურჩევს  კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვიონ.

 

კოლხეთის ეროვნული პარკი  მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზებს და მდინარე ფიჩორის ხეობას. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტებს  პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

 

სახელმწიფო რწმუნებული ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის კამპანიას ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს. პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებთან ერთად, ძირითადი აქცენტი ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების გაცნობასა და პოპულარიზაციას დაეთმობა, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შიდა ტურიზმის ზრდას და ამით ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების დახმარებას.

 

ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს ურჩევს მოგზაურობისას  გაითვალისწინონ COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციები.

 

ფოთში მდებარე ტურისტული ობიექტები სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილეებთან - მალხაზ თორიასთან, დავით ვერავასთასთან და ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად დაათავლიერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner