logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ
- +

17 ივნისი. 2020. 23:56

 

 

არჩევნები არ არის გამოწვევა, ის მოცემულობაა და როგორც ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, ისიც ხომ ხელისუფლების ნაწილია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

რაც შეეხება იმას, რომ არჩევნები იქნება მორიგი ტესტი, ასე არ ვიტყოდი, რადგან ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა თავისი არჩევანი და სწორედ ხალხი იცავს დემოკრატიასა და მის პრინციპებს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი ხედვა და გეგმა ქვეყნის განვითარების და შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 2020 წლის ოქტომბერში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ პოლიტიკურ გუნდს ანდოს სამომავლოდ ქვეყნის ბედი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner