logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: გრიგოლა ვაშაძე რომ ურტყამს პოლიციელებს, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა!
- +

18 ივნისი. 2020. 00:33

 

 

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილე, ზურა ხაჩიძე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

 

 

შალვა რამიშვილის გადაცემაში მან 2009 წლის, 15 ივნისის აქცია გაიხსენა.

 

 

 “2009 წლის 15 ივნისს, დაჩი ცაგურიამ, მერაბ ჭიკაშვილმა, მიშა მესხმა და სხვა აქტივისტებმა გადაწყვიტეს პოლიციის სამმართველოსთან უწყინარი აქციის ჩატარება. მაშინ პოლიცია სახლში უვარდებოდა იმ ბიჭებს, ვინც აპროტესტებდა სააკაშვილის მმართველობას და სამმართველოსთან წაიკითხეს თავიანთი გვარები და მიმართეს ხელისუფლებას, ჩვენ აქ ვართ, ნუ გვიწიოკებთ ოჯახებს და აქ დაგვიჭირეთო.

 

 მე როგორც ცნობილი სახე, მუდმივად ვიყავი მათ გვერდით და 2009 წლის 15 ივნისსაც ერთად ვიყავით.

 

 ზურა ქადაგიძემ, როცა დაიწყო ჩვენი გვარების წაკითხვა, ტურებივით დაგვეტაკა პოლიცია, ზოგს ფორმა ეცვა, ზოგს სამოქალაქო ტანსაცმელი და სასტიკად გაგვისწორდნენ. დაჩი ცაგურია და ზურა აბაშიძე უმოწყალოდ სცემეს.

 

 

 

რამდენიმე ახალგაზრდა, სამმართველოში შეიყვანეს და იქ ისეთი შეურაცხყოფები მიაყენეს, ვერ აგიხსნით. პოლიციას სურდა, სამმართველოსკენ ჩვენი შეყრა, თითქოს იქ ვაპირებდით შეჭრას და შენობის აღებას. ჩაკეტეს გასასვლელები, სცემეს ოპერატორები, დაუმტვრიეს კამერები.

 

 მე გავასწარი, კორპუსებისკენ გავიქეცი და ერთმა პოლიციელმა, როცა მიცნო, გაოცებული დარჩა. რობოკოპები გავარღვიე, ერთ-ერთ სადარბაზეოში მეექვსე სართულამდე მდიეს, მაგინებდნენ უშვერი სიტყვებით.

 

 ამ დროს გამიტყდა ტელეფონი და რომ არა ირმა ინაშვილი, იქედან ვერ გამოვიდოდი. სახურავიდან ვხედავდი, როგორ იჭერდნენ ხალხს და სამმართველოში შეჰყავდათ.

 

შაქარმა მომიმატა ნერვიულობაზე, კარებზე ვაკაკუნებდი სადარბაზოებში და ხალხს წყალს ვთხოვდი, მაგრამ არ მიღებდნენ. ერთ კაცს ოთხი კაცი ურტყამდა, ხალხი მდინარეში ხდებოდა, მერაბ ჭიკაშვილი და მიშა მესხი, გათიშულები ჰყავდათ მიგდებული სამმართველოში.

 

 მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, გრიგოლა ვაშაძე, რომ უტყამს პოლიციელებს, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა. ასეთი რამე რომ გაგვებედა, სახურავზე კი არ შემოგვაგდებდნენ, დიდი ხნის წასულები ვიქნებოდით ამ ქვეყნიდან.

 

20 ივნისზე რომ გაქვთ ლაპარაკი, ამ კადრებს შეხედეთ. საათი-საათნახევარი შტურმით შეურაცხყოფას რომ აყენებდით სამართალდამცავებს, ვისაც ჩვენი ნდობა აკისრია, მაგას როგორ გავბედავდით?!

 

 შეგახსენებთ, გასული წლის 20 ივნისს, ახალგაზრდებმა და პოლიტიკოსებმა პარლამენტში სერგეი გავრილოვის მისვლა გააპროტესტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner