თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან კინოლოგებიც.
imedinews-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, რომლის დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება, თუმცა ამ ინფორმაციას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი განმარტებით, ისინი ამ ეტაპზე არანაირ სპეცოპერაციას არ ატარებენ.
ფოტო- ნინი ვაშაკიძე