logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ხულო-ზარზმის გზა ადგილობრივი ეკონომიკის კუთხით, კრიტიკული როლს ითამაშებს
- +

18 ივნისი. 2020. 01:22

 

 

გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა გარკვეულ პროექტებში. მათ შორის იყო ტურისტული ინფრასტრუქტურაც. კონტრაქტორებთან ერთად პრაქტიკულად ყველა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრილია. ჩვენი ვარაუდით ყველა ეს პროექტი დასრულდება დათქმულ დროში - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ღია ეთერში“, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას.

 

ხულო-ზარზმის გზა არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში. რიგი მიზეზების გამო, ჩვენ გაგვიჭირდა დაგვეწყო. კონტრაქტორმა უკვე დაიწყო მობილიზაცია. ძალიან მალე ჩვენ უკვე გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაზე და დათქმულ ვადებში დასრულდება. რაც განსაკუთრებით მნშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეინარჩუნა საერთაშორისო დაფინანსება, ამიტომ პროექტისთვის საჭირო თანხა სრულად არის შეკრული. მაღალმთიანი აჭარისთვის ამ გზას ექნება ისტორიული გარღვევის მნიშვნელობა. სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის შეძლებს, როგორც ეკოტურიზმის ასევე, ადგილობრივი ეკონომიკის კუთხით ითამაშოს ძალიან კრიტიკული როლი. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური აქტივობის კუთხით პირველ რიგში, მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი შეიქმნება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner