logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ეჭვს არ იწვევს
- +

20 ივნისი. 2016. 18:16



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.



ექს-პრემიერის განცხადებით, მერაბიშვილი მისთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის.



ვანო მერაბიშვილის მონაყოლი, თითქოს, ის ვიღაცამ საკნიდან გაიყვანა, ღიმილის მომგვრელია, თუმცა რადგან ამ თემაზე კითხვები არსებობს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს.

იმ დროს მე ამისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს ის გამონათქვამები, თითქოს, ღამე ვიღაცამ თავზე რაღაც ჩამოაცვა და გაიყვანეს. დღესაც მგონია, რომ ეს აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება მაშინ, ეს იწვევს კითხვებს. თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვა დადგა, ალბათ ახლა მაინც გამოიძიებენ. მე ჩემი მხრიდან გამოძიებას დაველოდები, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ეჭვს არ იწვევს მისი პატიმრობაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ დაამხინჯებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.



მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გაამახვილა.



ივანიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სისუსტე არ იკვეთება.



რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მასთან ხშირი შეხვედრა არ აქვს. 


„ფარცხალაძეს ხშირად ნამდვილად ვერ ვხვდები, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია, როგორც მე ვიცი",- განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.



კითხვაზე - შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner