logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: რუსეთის მიმართ ლოიალურები არიან- სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე...
- +

18 ივნისი. 2020. 02:46

 

 

რუსეთის მიმართ ლოიალურები არიან: სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პირდაპირ სპეცსამსახურების თანამშრომელია, თემურ ალასანია, ნინო ბურჯანაძე... ტერორისტული აქტი, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ჩადენილი, იწვევს ვნებათა ღელვას, დაუცველობის გრძნობას."- ხაინდრავას თქმით, მიდის შეტევა საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე და ამის ნაწილია რუსეთის ბრალდებები ლუგარს ლაბორატორიასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს, ასევე ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება, მკვლელობა, გაუთავებელი სამხედრო, პოლიტიკური აგრესია.

 

რაც შეეხება 20 ივნისის თემით სპეკულირებას, ამერიკისა და საფრანგეთის მოვლენებმა ამ თემას წერტილი დაუსვა - ასობით ადამიანია დაზარალებული პოლიციასთან შეტაკების შედეგად. 20 ივნისი იყო კანონზე შეტევის მცდელობა. კანონმა კი დაიცვა საზოგადოება. ასეთი დაცვა მთელ მსოფლიოში მიღებულია. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ 20 ივნისი იყო პარტიული აქტივისტების და არა საზოგადოების საპროტესტო ტალღა.

მოვლენები სატელევიზიო ეკრანზე ბუყ-ბუყებს, საზოგადოებაში კი სულ სხვა განწყობაა. ბეწვის ხიდზე გავიარეთ პანდემიასთან დაკავშირებით, სწორედ ეს იყო სახიფათო. ახლაც მივდივართ და თანაც - კარგად. რასაც ტერარიუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ის არ არის საზოგადოების ტკივილი," - განაცხადა ხაინდრავამ ოპოზიციის განცხადებებთან მიმართებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner