logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საჭიროების შემთხვევაში მერია მზადაა ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს დაეხმაროს
- +

18 ივნისი. 2020. 02:50

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვეო კომპანია „ირაო“, სადაც დაზღვეული იყო ფართების ძალიან დიდი ნაწილი, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველას აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი - ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს დაზღვევა, რომელიც ვალდებულებაა, ამ ყველაფრის დაცვა და გათვალისწინება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რისკებისგან ვიყოთ დაზღვეულები.

 

თუ რამეში დამატებით მერიის დახმარება იქნება საჭირო, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას. მე ვესაუბრე ასევე პრემიერ-მინისტრს და ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი 15 ივნისს ღამით გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner